თერჯოლის გამგებლობის მსურველები გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ
თარიღი : 9-09-2013, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ახალი გამგებელი შეარჩია. გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 24 განაცხადა შევიდა, თუმცა მათგან 16 განაცხადის ავტორს კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
როგორც ტოპნიუსს საკონკურსო კომისიის მდივანმა კობა ფოცხვერაშვილმა განუცხადა, 16 ადამიანმა თერჯოლის გამგებლის თანამდებობის დაკავების სურვილი ისე გამოთქვა, არ იცოდა სად აგზავნიდა განაცხადს.
"განაცხადები ავტომატურ რეჟიმში იყო შემოსული. კონკურსის მეორე ეტაპზე რვა კანდიდატი გადავიდა, თუმცა ოთხი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. საბოლოოდ, კომისიამ გამგებლის თანამდებობაზე მალხაზ გურგენიძე შეარჩია," - ამბობს კობა ფოცხვერაშვილი.
ცნობისთვის, მალხაზ გურგენიძე ახალი გამგებლის არჩევამდე თერჯოლის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. საკრებულოს სხდომა კი სადაც დეპუტატები გურგენიძეს გამგებლად ოფიციალურად დაამტკიცებენ, 12 სექტემბერს არის ჩამიშნული.