Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უბნის ინსპექტორები კონფლიქტურ ოჯახებს პირად კონტროლზე აიყვანენ

თარიღი : 23-07-2014, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მასშტაბით ყველა უბნის ინსპექტორს ოჯახში ძალადობის საკითხების დასარეგულირებლად სპეციალური გადამზადების კურსებს ჩაუტარებს. ტრენინგის მიზანია ოჯახში კონფლიქტების შემცირება.
როგორც აღმოჩნდა, პროექტის ფარგლებში განხილული, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის 13 ფაქტიდან, საპატრულო პოლიცია მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო გამოძახებული. სწორედ ამიტომ, გადამზადებული უბნის ინსპექტორებს დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი.
შსს-ს თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე დაგეგმილი ტრენინგები ორ ეტაპად 452 უბნის ინსპექტორი გაივლის. თითოეული განყოფილებიდან წარმოდგენილი იქნება 2 თანამშრომელი: ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ტრენინგების პირველი ეტაპი 46 საუბნო განყოფილების 92 უბნის ინსპექტორისთვის თბილისში გაიმართება, მეორე ეტაპზე კი გადამზადების კურსებს ქვეყნის მასშტაბით 10–ივე სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორი გაივლის. მათ შორის ტრენინგები ჩაუტარდება იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების ინსპექტორებს.


ნანახია: 1927-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის
ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
საჩივრის ავტორს პრეტენზია აღარ აქვს

ამინდი