Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სახანძრო–სამაშველო სამსახური შსს–ს დაქვემდებარებაში გადადის

თარიღი : 21-07-2014, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ჯერ კიდევ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო–სამაშველო სამსახური ლიკვიდაციის პროცესშია. 2014 წლის 1 დეკემბრამდე სამსახური მთლიანად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კომპეტენციაში უნდა გადავიდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, სამაშველო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება და მთელ იმერეთს მოემსახურება.
რეორგანიზაციის ფარგლებში გაიზრდება სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობაც. სამსახურის უფროსის ნიკოლოზ კოღუაშვილის თქმით, მათი რიცხვი გაორმაგდება.
"საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანებულებაში სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობა ბევრად აღემატება ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობას. ახლა გვყავს 96 თანამშრომელი და რეორგანიზაციის შემდეგ 180 იქნება",–ამბობს ნიკოლოზ კოღუაშვილი.
კოღუაშვილის თქმით, თანამშრომელთა მიღება კონკურსის გზით მოხდება.
სამსახურის ლიკვიდაციას მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია მერის მოადგილის ნოდარ მიქიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელებს.


ნანახია: 3415-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ალექსანდრე გოგორიშვილმა მადლობა გადაუხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მთელი წლის მანძილზე მოქალაქეების წინაშე
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის გაკეთებულ ახალ შენობას ადგილობრივ
სამსახურების ნაწილი ლიკვიდაციას, ნაწილი კი გაერთიანებას დაექვემდებარა
„არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვმალავ ჩემს სიმპათიას „ნაციონალების“ მიმართ. მე და გია თევდორაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს.

ამინდი