Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა კონკურსი შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს

თარიღი : 21-07-2014, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა კონკურსის გზით შერჩევა შესაძლოა საერთოდ აღარ მოხდეს. როგორც მერიის იურიდიულ განყოფილებაში ამბობენ, კონკურსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ კონკრეტული შტატი ვაკანტური გახდება, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მასობრივ კონკურსზე უარი თქვა და რეორგანიზაცია შტატების გაუქმებით დაიწყო, დიდი ალბათობით ვაკანტური შტატები საერთოდ აღარ იარსებებს, რადგან, მერია მხოლოდ იმდენ თანამშრომელს დაიტოვებს, რამდენი შტატიც იქნება. დარჩენილ შტატებზე კი კონკურსი მხოლოდ საჭირეობის შემთხვევაში ჩატარდება.
"ატესტაციაზე საუბარი ჯერჯერობით საერთოდ არ არის. კონკურსი ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შტატი ვაკანტური გახდება",–ამბობს განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე.
რეორგანიზაციის ეს ფორმა რადიკალურად ეწინააღმდეგება თვითმმართველობაში გასულ წელს ჩატარებულ კონკურსს. მაშინ, მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც კონკურსის პირველ ეტაპს დაექვემდებარენ, (მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და მთავარი სპეციალისტები) ავტომატურად გათავისუფლდნენ პოსტებიდან და ვაკანტური ადგილების დაკავებას უკვე კონკურსის გზით შეეცადნენ. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გათავისუფლებულ თანამშრომელს პრაქტიკულად უკან დაბრუნების შანსსაც არ აძლევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად და ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად, თვითმმართველობაში შტატების რაოდენობა მინიმუმ 100–ით უნდა შემცირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული 450 შტატიდან დაახლოებით 320 თანამშრომელი დარჩება. რადიკალურად მცირდება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობაც, რომლებიც თითქმის იმდენივეა, რამდენიც შტატიანი. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ მერიას მხოლოდ 30 შტატგარეშე თანამშრომელი უნდა დარჩეს.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები, მერიაში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ შტატების გაუქმების შედეგად ლიკვიდირებული შტატის მაღალკვალიფიციური თანამშრომელიც კი სამსახურის გარეშე რჩება. სამსახურში დაბრუნების შანსი კი ყოფილ თანამშრომელს იმ შემთხვევაში ექნება, თუ ლიკვიდაციას გადარჩენილი რომელიმე შტატი ვაკანტურად გამოცხადდება, რისი ალბათობაც როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ დაბალია.
ჯერჯერობით უცნობია რა პრინციპით შეარჩევს ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლება იმ შტატებს, რომელთა გაუქმებაც მოხდება.


ნანახია: 2671-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურსა და სოციალურ საკითხთა სამსახურებში უფროსის მოადგილის ვაკანტური შტატები უქმდება.
რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა.
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ
ცვლილება რეორგანიზაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.

ამინდი