Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ატარებს თუ არა ქუთაისის წერეთლის უნივერისტეტი მიკერძოებულ კონკურსებს?

თარიღი : 21-07-2014, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტს მიკერძოებული კონკურსის ჩატარებაში ადანაშაულებენ.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი თინათინ ზაქარაშვილი უნივერსიტეტის ხელმძვანელობას უპირისპირდება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსი მიკერძოებული და ტენდენციურია.

ზაქარაშვილი მომხდარში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გრიგოლ ქობალიანს და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს აკაკი ბაკურაძეს ადანაშაულებს.

"კონკურსის დასაწყისშივე ვიცოდი იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც სავარაუდო გამარჯვებულები იქნებოდნენ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოლე და ამან კიდევ უფრო კარგად გამოააშკარავა რეალობა. ერთი ის, რომ კონკურსი საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო, მეორე საეჭვო ფაქტი კი ჩემთვის ის იყო, რომ კონკურსის დასრულებითანავე გამომცდელებს კაბინეტში შეყვნენ გრიგოლ ქობალიანი და აკაკი ბაკურაძე, სადაც მათ ნახევარი საათი დაყვეს. მოგვიანებით კი გრიგოლ ქობალიანმა პრორექტორ შალვა კირთაძის კაბინეტში ასეთ ფრაზა მითხრა :“შენ ჩემს ადგილზე ძველ თანამშრომლებს არ დანიშნავდიო?“, რითიც ფაქტობრივად დაადასტურა ჩემი ეჭვები",–ამბობს ზაქარაშვილი.
მისი თქმით, კონკურსი მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ოთხივე ვაკანტურ ადგილზე ძველი თანამშრომლები დაინიშნენ.
ზაქარაშვილმა მომხდარის გამო სასამართლოს უკვე მიმართა.


ნანახია: 2227-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
კონკურსანტი მიიჩნევს, რომ კონკურსი მიკერძოებულად ჩატარდა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.

ამინდი