"საერთაშორისო გამჭვირვალობა"- ქუთაისის მერიამ პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმერეთის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გაცემულ 2014 წლის ინავარ-მარტის თვეში გაცემულ პრემიებს ასაჯაროებს.
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით წყალტუბო ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი აიღეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტების თქმით, გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ საერთოდ არ გაასაჯაროვა.
„ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის თანხა გასცა ქუთაისის მერიამ პრემიებში ვერ მივიღეთ. ხოლო რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს არის ქალაქები, სადაც პრემიები საერთოდ არ გაიცა,ასევე არის ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც პრემიების გაცემის ტენდეციები ისევ გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებმა 2014 წლის პირველ სამ თვეში ჯამში 18 560 ლარი მიიღეს. ხონის მუნიციპალიტეტში კი ხელფასისა და პრემიის სახით ჯამში 109 680 ლარი იქნა გაცემული.ზესტაფონის გამგეობის წერილის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე პრემიები არ გაცემულა, თუმცა ხელფასების ასახული მონაცემები აღემატება თანამდებობისთვის განსაზღვრული სარგოს მაქსიმალურ ოდენობას. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიები 2014 წლის იანვარ -მარტის თვეებში არ გაცემულა ზესტაფონის საკრებულოში, ასევე თერჯოლისა და ტყიბულის გამგეობებსა და საკრებულოებში,“- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" იურისტის თეონა ზაქარაშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ეხმაურება. ჯავახიას განცხადებით, აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქსეროასლის თანხა არ გადაიხადა რა მიზეზითაც მათზე საჯარო ინფორმაციის გაცემა ვერ მოხდა.