14 წლის მოზარდის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს
თარიღი : 19-07-2014, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზღვაში დამხრვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ფოთში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი პატრულირებისას ზღვის სანაპიროზე გამორიყული იპოვეს.
უბედური შემთხვევა ფოთში ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც წყალში შესული ორი მეგობრიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს.
უბედური შემთხვევა ფოთში ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც წყალში შესული ორი მეგობრიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს.