ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
თარიღი : 19-07-2014, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი– სამტრედიის გზის 60 კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე განხორციელდა. დასასრულს უახლოვდება ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაც.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცემენტბეტონის საფარი უკვე მოეწყო მაგისტრალის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე. დასასრულს უახლოვდება სამუშაოები მომდევნო მონაკვეთზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდების და წყალგამტარი მილების მშენებლობა, რომლებზეც სამუშაოების 85% შესრულებულია. ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს.
სამუშაოები სრულდება ჩქაროსნული მაგისტრალის დანარჩენ ორ 15 და 24 კილომეტრიან მონაკვეთებზეც.
ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი– სამტრედიის გზის 60 კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობა სამ პროექტად მიმდინარეობს: ქუთაისის შემოვლითი გზა - 17.3 კმ, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა - 24.0 კმ და ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა - 15.2 კმ.
ავტობანის ახალი მონაკვეთი სოფელ ნახშირღელედან დაიწყება, შემოუვლის ქუთაისს და კოპიტნარის აეროპორტთან არსებულ ავტომაგისტრალს შეუერთდება.
ახალი შემოვლითი გზის შედეგად, ქუთაისი სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად უნდა განიტვირთოს.
ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ავტობანის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია: “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს.