Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 19-07-2014, 12:14 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის წესი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლის თანახმად: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დასაცავად;ბ) მოქალაქეთა მიღებას;გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას და დ) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას.

2.კითხვა: რა პერიოდულობითაა ვალდებული საკრებულოს წევრი მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩეველთან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

3. კითხვა:2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმადე მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ამომრჩეველთა შესაბამის რაოდენობას აძლევდა საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირების უფლებას. დღეს, მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, გვაქვს თუ არა ამომრჩევლებს იგივე უფლება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს უფლება აქვს, მოამზადოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.

4. კითხვა:როდიდან იწყება არჩევნების მეორე ტურის შედეგად ახალარჩეული თვითმმართველი ქალაქის/თემისმერის/გამგებლის უფლებამოსილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომსაქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ემუხლისმე-4 ნაწილის თანახმად: თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რამდენ საშტატო ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის თანახმად: გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. ის არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. ხოლო მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა.


იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
როდის იწყებს მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულო ან ახალარჩეული გამგებელი თუ მერი? რა ვადაში ინიშნება არჩენების მეორე ტური?
კვლევაში ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში
რა ტიპის ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის?,-ამ

ამინდი