ქუთაისელი მსოფლიო ჩემპიონის საზეიმო მიღება ქუთაისის მერიაში
თარიღი : 18-07-2014, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისელი მსოფლიო ჩემპიონი ზვიად პატარიძე მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს.
ზვიად პატარიძემ ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში სლოვაკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო.
"მეორე მსოფლიო ჩემპიონი ყავს უკვე ქუთაისს და ყველამ იცის, რომ ნიჭიერი სპორტსმენებით გამორჩეულია ეს ქალაქი. ზვიადზე დიდ იმედებს ამყარებს ოლიმპიური კომიტეტი და მთლინად სპორტის ფედერაცია",–განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა.
"პირველ რიგში ვულოცავ ზვიადს ამ წარმატებას და იმედი გვაქვს კიდევ ბევრი წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენი გვეყოლება",–განაცხდა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ზვიად პატარიძე რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. მორიგ ჩემპიონატზე იგი რიოში აგვისტოში მიემგზავრება.