ლერი ხონელიძის კლინიკამ დღის ცენტრის ბავშვებს განტვირთვის საშუალებები გადასცა
თარიღი : 18-07-2014, 17:22 | კატეგორია: საზოგადოება

ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის ადმინისტარცია და მედ-პერსონალი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ქუთაისის ფილიალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში იმყოფებოდნენ.
კლინიკის წარმომადგენლებმა დღის ცენტრის ბავშვებს 500 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი გადასცეს, რომლის საშუალებითაც მოზარდები შეძლებენ დღის განმავლობაში დასვენებას და განტვირთვას.
მეცნიერებათა დოქტორის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - ლ. ხონელიძის სახელს მე-2 სამშობიარო სახლი 2013 წლის 5 თებერვლიდან ატარებს. კლინიკა 67 წელია სამეანო-გინეკოლოგიური პროფილით ემსახურება არამარტო ქუთაისს, არამედ დასავლეთ საქართველოს.