ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
თარიღი : 18-07-2014, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

უკვე ცნობილია ვინ დაიკავებს პოსტებს ქუთაისის მერიის 10 სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია იქნება.
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ბაქარ ჭეიშვილი ჩაიბარებს.
ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსად შოთა მურღულიამ მალხაზ ბასილაძე დანიშნა.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსად კახაბერ დალაქიშვილი რჩება.
ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი იოსებ გაბრიჭიძე იქნება.
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს ირაკლი ავალიანი უხელმძღვანელებს.
სამხედრო სამსახურს გიგა ზაუტაშვილი ჩაიბარებს.
სახანძრო უსფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსად მურღულიამ ნიკოლოზ კოღუაშვილი დანიშნა.
მერიის კულტურის, სპორტის განვითარების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი იქნება.
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს კი ზურაბ მარგევლაშვილი უხელმძღვანელებს.