Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო კომისიის ერთ–ერთი წევრი შოთა მურღულია იქნება

თარიღი : 18-07-2014, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაკომპლექტების პროცესშია. კომისიის თავმჯდომარე დავით დვალი მიიჩნევს, რომ კომისიაში უპირობოდ უნდა იყოს ქალაქის მერი.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია კომისიის ერთ–ერთი წევრი ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი –ქუთაისის მერი იყოს. კომისიის მუშაობის ამ ფორმულაზე მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვსაუბრობდი“,–ამბობს დვალი.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობა გაიზრდება, თუმცა, კომისიის პირველ 7 კაციან შემადგენლობას არ გადააჭარბებს. დავით დვალის თქმით, 5 წევრს ქალაქის მერი შოთა მურღულია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაემატება. კომისიის თავმჯდომარე კი კვლავ თავად იქნება.
„ჯერჯერობით მე ვრჩები თავმჯდომარს პოსტზე და თუ ჩემი კოლეგები გადაწყვეტენ, რომ აღარ უნდა ვიყო ამ თანამდებობაზე, მაშინ გადამირჩევენ“,–აცხადებს დვალი.
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო– საატესტაციო კომისია მიმდინარე წლის იანვარში დაიშალა. მაშინ კომისია ერთმანეთის მიყოლებით 4–მა წევრმა დატოვა, რის შემდეგაც კომისიის და ამასთანავე საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი პოსტიდან გადააყენეს. კომისიის ახალ თავმჯდომარედ კი მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი და ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი აირჩიეს.
სწორედ ამ კომისიის საშუალებით განხორციელდება ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მთავარი ეტაპი, რომელიც მერიის თანამშრომლების კონკურსის გზით შერჩევას ითვალისწინებს.


ნანახია: 2459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პირველ ეტაპზე 5 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება.
აღნიშნულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრების გადაწყევტილებით საკრებულოს წევრი დავით დვალი დაინიშნა.
ხვალ ჩანიშნულ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობა კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულოს
როგორც ირკვევა, საკონკურსო კომისიაში მერის მიერ შეყვანილ ახალ წევრზე ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ ის იციან, რომ ახალი წევრი
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის

ამინდი