Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობის ფორუმი ქუთაისის უკეთ სამართავად

თარიღი : 18-07-2014, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ქუთაისი –ეს მუშაობს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის პარტნიორი ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. მათი თქმით, „ქუთაისი –ეს მუშაობს“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაში, რაც თავის მხრივ ქალაქის უკეთ განვითარების წინაპირობაა.
„სიმბოლურია ის, რომ დღეს გვაქვს შეხვედრა ამ პროექტის ფარგლებში, სწორედ მაშინ, როცა პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საკითხს განიხილავს. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის. ამასთანავე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაცია არის აპოლიტიკური და არც ერთ შეხვედრას არ აქვს პოლიტიკური ხასიათი. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული მხოლოდ ქალაქისთვის სწორი პრიორიტეტების შერჩევაზე“,–ამბობს პროექტის დირექტორი მერაბ მეშველიანი.
პროექტში „ქუთაისი–ეს მუშაობს“ ჩართულია 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირი. მათ შორის დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებულები და სხვა აქტიური მოქალაქეები,რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდული და ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაში.
პროექტს ახორციელებს ქუთაისის მერია. პროექტი დაფინანსსებულია ევროკავშირის მხარდაჭერით.


ნანახია: 2376-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მოსახლეობის ფორუმში" თითოეულ შეხვედრაზე ქუთაისში მცხოვრები 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი მონაწილეობს.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის მიზანს სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმს ორგანიზებას სოციალური მომსახურების სააგენტო- ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად უწევს.
„სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

ამინდი