ქუთაისის ვიცე–მერებად ქალაქის მერის მოქმედი მოადგილეები დარჩნენ
თარიღი : 18-07-2014, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით ვიცე–მერის პოსტებს ორი მოქმედი მოადგილე– ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე შეინარჩუნებენ. რაც შეეხება ნიკო კაჭკაჭიშვილს, რომელიც ამ დრომდე მესამე ვიცე–მერი იყო, პოსტის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად მერს მხოლოდ ორი მოადგილე ეყოლება, რის გამოც, ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე–მერის პოსტი გაუქმდა.
შოთა მურღულიას განმარტებით, ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე თანამდებობებზე რეორგანიზაციის დასრულებამდე დარჩებიან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მერის მოადგილეების დანიშვნა უშუალოდ ქალაქის მერის პრეროგატივაა, გამორიცხული არ არის შოთა მურღულიას მერის უფლებამოსილების ამოწურვამდე ქავთარაძემ და მიქიაშვილმა პოსტები შეინარჩუნონ.