Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში პატიმარი უკანონო პატიმრობას შიმშილობით აპროტესტებს-რას ედავება პატიმრის ოჯახი გამოძიებას?

თარიღი : 17-07-2014, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი გიორგი ანდრიაძე თავს უკანონო პატიმრად თვლის და ყურადღებას ითხოვს.

პატიმრის მსგავსად, დახმარებას ითხოვს მისი მეუღლე თამილა გოქაძე. გიორგი ანდრიაძეს გამოძიება ბინის ქურდობას ედავება თუმცა საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თამილა გოქაძე მისი მეუღლეს საქმეში სამართალდამცავებისა და პროკურატურის მხრიდან დაშვებულ ხარვეზებზე საუბრობს.

პატიმრობას შიმშილობით აპროტესტებდა გიორგი ანდრიაძე, თუმცა მან ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის უკიდურესი ზომა შეწყვიტა.

"ჩემს მეუღლეს ბინის ქურდობას ედავებიან. ორთვენახევარია, რაც ციხეში იმყოფება. 90 კილო შევიდა ციხეში და ამ დროში უკვე 65 კილო არის დარჩენილი. უკანონო პატიმრობას რამდენიმედღიანი შიმშილობით აპროტესტებდა, მაგრამ შიმშილობის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან თირკმლის თანდაყოლილი პრობლემა აქვს. პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის კაბინეტში ჩემს ქმარს მოპარული ტელეფონი დაუდეს და თავისად გაასაღებინეს. ხოლო ჩემს სახლში გაქურდული ბინიდან წამოღებული 10 ლარიანი ლენტიანი აპარატი მიიტანეს. ყველას ვთხოვ დახმარებას, მოგვაქციონ ყურადღება," - ამბობს თამილა გოქაძე.


ნანახია: 2805-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შიმშილობას გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების 250-მდე პატიმარი და ქალთა ციხეში მყოფი 30-მდე მსჯავრდებული უერთდება.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს.
პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებული პროტესტის ფორმას მომავალში უფრო დაამძიმებს და პირს ამოიკერავს.

ამინდი