Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკრაინიდან შეჩერებული ფრენების გამო ქუთაისში 1000-მდე ტურისტი არ ჩამოვიდა

თარიღი : 17-07-2014, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკრაინის სამი ქალაქიდან (ხარკოვი, დონეცკი და ლვოვი) საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერების გამო, წელს ქუთაისში 1000-მდე ტურისტი არ ჩამოვიდა. უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ავიაკომპანიებმა ფრენების განხორციელებაზე უარი განაცხადეს. როგორც ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის შემოსავლები ტურიზმის სფეროში.
უკრაინის სამი ქალაქიდან ფრენების შეჩერება მომგებიანი აღმოჩნდა კიევი-თბილისის რეისის შემსრულებელი კომპანიისთვის. უკრაინულმა კომპანიამ, რომელიც ქართულ ბაზარზე უკონკურენტოდ დარჩა, ფრენის ღირებულება გააძვირა, რაც თავის მხრვ უარყოფითად აისახა ტურისტების რაოდენობაზე.
ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, საქართველოში უკრაინელი ტურისტების რაოდენობა ყოველ წელიწადს თითქმის სტაბილური იყო, წელს კი მათი რიცხვი მომხდარის გამო მინიმუმ 1000-ით შემცირდა.
"ბოლო დღეებში იყო მცდელობა ლვოვთან აღგვედგინა ფრენები, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა",–ამბობენ ტურისტულ ცენტრში.
უკრაინის ავიაკომპანიები დონეცკიდან, ხარკოვიდან და ლვოვიდან რეისებს კვირაში ორჯერ ასრულებდნენ.


ნანახია: 2251-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა
სტუმრები უკრაინის ქალაქ ლვოვიდან, რამდენიმე დღეა ქუთაისში იმყოფებიან. მათ შოთა მურღულიას ლვოვის ქალაქის მერის ანდრეი სადოვისგან
“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ (FlyUIA) ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეგურალური ავიარეისების განხორციელებას 18
ქუთაისში სტუმრის სტატუსით მყოფი უკრაინელი მოზარდები ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდანაა.

ამინდი