ქუთაისში, ერთ–ერთ ოჯახს სახლში საჭმელი ჩაეწვა, მეზობლებს კი ხანძარი ეგონათ და სახანძრო გამოიძახეს
თარიღი : 8-09-2013, 18:07 | კატეგორია: სხვადასხვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული შეტყობინება იმის შესახებ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა, მცდარი აღმოჩნდა. როგორც ქუთაისის სახანძრო სამსახურში "ტოპნიუსს" განუცხადეს, ოჯახში დიასახლისს ქვაბში საჭმელი დაეწვა, მეზობლებს კი ხანძარი ეგონათ და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
“ერთ–ერთ ოჯახში დიასახლისს ქვაბში ლობიო ჩაეწვა, სამზარეულოდან კვამლი გამოდიოდა, რაც მეზობლებს ხანძარი ეგონათ. 112–ზე დარეკეს და სახანძროს ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ორ ეკიპაჟს კი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მეხანძრეების დახმარება საჭირო არ იყო და უკანვე გამობრუნდნენ,”– განაცხადეს ქუთაისის საგანგებო სამსახურში.