Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის ეკუთვნის რეგიონული მედია? –ანგარიშის პრეზენტაცია ქუთაისში

თარიღი : 16-07-2014, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში ამჯერად საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელებისა და მედია კომპანიების დაფინანსების წყაროებზე მოამზადა.
ანგარიში 20–მდე რეგიონული ტელევიზიის, ხუთი ადგილობრივი რადიოსადგურის, ათამდე ადგილობრივი გაზეთისა და ონლაინ მედიასაშულების საკუთრებისა და პროგრამირების საკითხს მოიცავს.
კვლევის შედგების მიხედვით, გამოიკვეთა კონკრეტული დასკვნები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, კვლევის ავტორთა თქმით, რეგიონული მედიის მფლობელთა ვინაობა გამჭვირვალე და მარტივად ხელმისაწვდომია. მედიასაშუალებების მფლობელობის ოფშორული სუბიექტით შენიღბვის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება და უმრავლეს შემთხვევაში მფლობელებისთვის მედია კომპანიები მათი ერთადერთი ბიზნესაქტივია.
კვლევის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მედიის სახელმფიფო სახსრებით დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, არც თუ იშვიათ შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საკუთარ მედიასაშუალებებს (ძირითადად გაზეთებს) ადგილობრივი სახელმწიფო ხარჯებით აფინანსებენ. უფრო ხშირად კი თვითმმართველობები მედიასაშუალებებში საგაზეთო, ინტერნეტ ფართს და საეთერო დროს ყიდულობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ" მედიასაშუალებების მფლობელებისა და დაფინანსების წყაროს შესახებ უკვე მეორე კვლევა წარმოადგინა, თუმცა, რეგიონული მედია ორგანიზაციამ ამ მიმართულებით პირველად გამოიკვლია.


ნანახია: 1757-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ მოქალაქეები არ არიან ჩართული თვითმმართველობების საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ქუთაისის ბაღებში განხორციელებული რეფორმა, ფორმალური იყო.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორგანიზაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მათთვის საქმიანობის გაცნობას მთელი
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომდგენლები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ
კვლევის პრეზენტატორის თამარ გვარამიძის თქმით, ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის მოსამართლეებმა გამოავილინეს შედარებით უფრო

ამინდი