ქუთაისში 'ფრეშ ჯორჯიას" ქარხნის 400-მდე მუშა გაიფიცა

ქუთაისში მდებარე საწარმო "ფრეშ ჯორჯიაში" დასაქმებული 400-მდე მუშა გაიფიცა.
ქართულ-არაბულ ქარხანაში დასაქმებული მუშების თქმით, ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას მოითხოვენ.
"მონურ პირობებში გვიწევს მუშაობა. სიგარეტის მოწევა ან წყლის დალევა რომ გვინდა იმის უფლებასაც კი არ გვაძლევს დირექცია. ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ,"-აცხადებს საწარმოს მუშა გურამ ბარბაქაძე.
გაფიცულების პროტესტს პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ხოლო მუშების პროტესტზე განცხადებას ადმინისტრაცია არ აკეთებს.