ქუთაისის საკრებულოში 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს
თარიღი : 16-07-2014, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით კახაბერ დვალიშვილი გახდა.
საფინანსო –საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ლელა ქელბაქიანი აირჩიეს.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნებობის კომისიას გალაკტინ ტორიშელიძე უხელმძღვანელებს.
კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისია ირმა პეტრიაშვილმა ჩაიბარა.
ხოლო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა ხმა თეიმურაზ ნადირაძეს მისცეს.
კომისიების თავმჯდომარეების პოსტებზე არჩეული ყველა კანდიდატი საკრებულოს მმართველი ძალის წარმომადგენელია.
კომისიის თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობა საკრებულოს ოპოზიციამაც მიიღო.