Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოში სამსახურების რაოდენობა იზრდება

თარიღი : 16-07-2014, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში 2–ის ნაცვლად 4 სამსახური იქნება. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოში აქამდე არსებულ სამდივნოს და იურიდიულ სამსახურს, საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვისა და მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაემატება, სადაც ჯამში 20 ადამიანი დასაქმდება.
სამსახურების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკა უმრავლესობის დეპუტატმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, პროექტის სხდომაზე გატანა ნაჩქარევი იყო.
"თუ ადრე გვქონდა 2 სამსახური და ეს იყო საკრებულოს მუშაობისთვის საკმარისი, მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბროობთ რეორგანიზაციაზე და შტატების შემცირებაზე, რატომ გაიზარდა სამსახურების რაოდენობა 4–მდე. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად უნდა შეგვესწავლა",–აცხადებს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნატო ქათამაძე.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით კი, ცვლილებით საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა მცირდება და არა პირიქით.
"თუ ახლა შტატგარეშე თანამშრომლების ჩათვლით 58 ადამიანი მუშაობს ქუთაისის საკრებულოში, ცვლილებით მათი რაოდენობა რეალურად 31–მდე შემცირდება",–განაცხადა დვალმა.
დღესვე, საკრებულომ, ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულება დაამტკიცა, რაც თავის მხრივ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკრიტიკა და საკრებულოს თავმჯდომარეს დებულებების დამტკიცება აღმასრულებელთან ერთად ურჩია.


ნანახია: 2456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ ლატარია მეხუთე მოწვევის საკრებულოში საკრებულოს თავმდომარის, დავით დვალის მოადგილე იყო.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
დეპუტატი საკრებულოს ყველა წევრის შესახებ აპირებს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებას
გარჩევა დეპუტატებს შორის ქუთაისის საკრებულოში.
ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ქათამაძის ღია წერილს პასუხობს.