სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ‘ფუდმარტსა’ და შპს ‘უხვს’ წარმოების უფლება შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ქუთაისში სუპერმარკეტსა და ხორცის სარეალიზაციო საწარმოს წარმოების უფლება შეუჩერა. სააგენტომ, წერეთლის ქუჩაზე მდებარე "ფუდმარტსა" და ნიკეას ქუჩაზე - ხორცის სარეალიზაციო ობიექტ შპს "უხვში" ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა აღმოაჩინა. მომხდარის გამო სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა „ფუდმარტსა“ და ‘უხვს“ საწარმოების უფლება შეუჩერა და 1000–1000 ლარით დააჯარიმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა მსგავსი შემოწმება ქუთაისის, თბილისის, გურჯაანის, სამტრედიისა და წყალტუბოს რესტორნებსა და საწარმოებში ჩაატარა. შემოწმების შედეგად სააგენტომ 5 ობიექტის მუშაობა შეაჩერა და ყველა მათგანის მფლობელს 1000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ საწარმოებში ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები. შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან.