რატომ სცემა ქუთაისის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა თანაგუნდელი?

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" წევრი გია გოქაძე სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ პრაიმერინფო ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, გოგისვანიძემ გოქაძეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. პრაიმერინფოს მიხედვით, დაპირისპირების შემდეგ, გია გოქაძე პარტიის ოფისში მისული არ უნახავთ. გოქაძის ცემის მიზეზად კი მასალაში დეპუტატის მიერ მის თანაგუნდელებთან შეუთანხმებლად განცხადენების გაკეთება სახელდება. აღნიშნული ინფორმაციას "ტოპნიუსთან" საუბრისას, თავად "ნაციონალი" დეპუტატები არ ადასტურებენ.