"ნაციონალმა" გია უკლებამ პარტიაში თანამდებობა დატოვა
თარიღი : 14-07-2014, 17:07 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს წევრმა და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ წარმომადგენელმა გია უკლებამ პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა.
უკლებას თქმით, მის მიერ აღმასრულებელი მდივნის პოსტის დატოვება შიდაპარტიულ საკითხს უკავშირდება და აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.
„ეგ შიდაპარტიული თემაა და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მინდოდა მეტი თავისუფალი დრო მქონოდა,“ - აცხადებს უკლება.
ცნობისთვის, გია უკლებას ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამჟამად კი ფრაქციის თავმჯდომარე უკლებას კოლეგა დავით გოგისვანიძე გახდა.