Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 5 პარტიულ საკრებულოში 4 ფრაქცია შეიქმნა

თარიღი : 14-07-2014, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 4 ფრაქცია დარეგისტრირდა. ყველაზე დიდი 7 კაციანი ფრაქცია მმართველმა გუნდმა შექმნა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გრიგოლ ქობალიანი აირჩიეს. უმრავლესობის სამი დეპუტატით დაკომპლექტდა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“, რომელსაც ლაშა გვენეტაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ოპოზიციურ ძალებს, როგორც წინასწარ იყო ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის 4-მა დეპუტატმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნა, თავმჯდომარედ კი დავით გოგისვანიძე აირჩია.
ერთ ფრაქციად გაერთიანდა საკრებულოში ასევე პარტიული სიით შესული სამი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სამი დეპუტატი. „ლეიბორისტმა“ სამსონ გუგავამ, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმა დავით წიტაიშვილმა და „პატრიოტმა“ დავით ჯანაშიამ ფრაქცია სახელწოდებით „ქუთაისისთვის“ შექმნეს. ფრაქციას დავით წიტაიშვილი უხელმძღვანელებს.


ნანახია: 1812-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
ქუთაისში მოძრაობის სიის პირველი ნომერი ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე იქნება.
ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ

ამინდი