ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას დღეს მართავს
თარიღი : 14-07-2014, 10:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო დღეს პირველდ იკრიბება. სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ. სხდომას დაესწრება ქუთაისის ახლადარჩეული მერი შოთა მურღულია.
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებლოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 18 კაციანი შემადგენლობით მოიპოვა. 25 კაციან საკრებულოში 4 დეპუტატის გაყვანა შეძლეს "ნაციონალებმა". საკრებულოში თითო დეპუტატით არიან წარმოდგენილი "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიცია", "ლეიბორისტები" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ამ წუთებში იწყება.