Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონს მეოცნებე გამგებელი ჰყავს

თარიღი : 13-07-2014, 00:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის შედეგად, ხონის გამგებელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ჯემალ მებუკე გახდა.
ხონის #55 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ია კუჭუხიძის განცხადებით, ამ დროისათვის ხონის 29 საარჩევნო უბნიდან 27 უბნის შედეგები დათვლილია.
„ჯემალ მებუკეს ამ დროისათვის 2045 ხმა აქვს. ამ შედეგზე დანარჩენი ორი უბნისა და დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული სამი საჩივარი არსებით გავლენას ვერ მოახდენს,“ - ამბობს კუჭუხიძე.
მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას აღნიშნავენ მხარდამჭერები კოალიციის ხონის ოფისის წინ.
ცნობისთვის, მებუკესთან ერთად არჩევნების მეორე ტურში მონაწილე „ნაციონალების“ ხონის გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია ამჟამად ციხეში იმყოფება.


ნანახია: 2313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ძეძილეთში მდებარე 22-ე საარჩევნო უბანი 15 ივნისის არჩევნების დღეს, ძეძილეთის უბანი დაარბიეს და არჩევნების შედეგები ბათილად
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დღეს სოფელ ძეძილეთის საარჩევნო უბნის გარდა, კიდევ 13 უბანზე
მცირე ინცინდენტი მოხდა 55–ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე
ყველა საჩივარს სავარაუდოდ დღესვე განიხილავენ
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის მიზნით, შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
„ნაციონალების“ გამგებლობის კანდიდატის პლაკატების გვერდით ცოცხების ფოტოების გააკრეს

ამინდი