ფიქრია სანიკიძეს ამომრჩევლის ცემაში ადანაშაულებენ
თარიღი : 12-07-2014, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტის #55 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არსებულ მეხუთე უბანზე ინცინდენტი მოხდა.
აღნიშნულ უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფი ქუთაისელი ფიქრია სანიკიძე, რომელიც ამომრჩევლებს ზეინაბ ფოლკეშტეინის სახელით ეცნობოდა, თავად წყვეტდა ვინ უნდა შესულიყო უბანზე.
ხონის სოფელ ზედა გორდის მკვიდრი ნანა ჩიქოვანი ფიქრია სანიკიძეს მის ცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უბანზე ხმის მისაცემად დედამთილთან ერთად მისულს სანიკიძე ფიზიკურად გაუსწორდა. ფიქრია სანიკიძეს უბნის ტერიტორია მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
თავად სანიკიძემ კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოცემულ უბანზე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ის თავად გახდა.