Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიტაიშვილი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაზე:–‘ჩვენ პოლიტიკური თანამოაზრეები ვერ გავხდებით’

თარიღი : 12-07-2014, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ პარტიული სიის პირველი ნომერი დავით წიტაიშვილი ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში აქტიურ მუშაობას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილს საკრებულოში პოლიტიკური თანამოაზრე არ ყავს, წარმომადგენლობით ორგანოში რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საკითხებზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ითანამშრომლოს.
„ჩემი ქალაქის ინტერესებისთვის რა თქმა უნდა ვაპირებ თანამშრომლობას ყველა ძალასთან, თუმცა, ჩვენ პოლიტიკური თანამოაზრეები ვერ გავხდებით“,–ამბობს წიტაიშვილი.
ამასთანავე წიტაიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა დრო არ უნდა დაკარგონ ერთმანეთის შეცდომების გახსენებით და ქალაქის განვითარებაზე უნდა იზრუნონ.
„პირველი რაც არ მინდა რომ მოხდეს, ეს არის წარსულის გახსენება და შეკითხვის დასმა: –შენ რომ იყავი საკრებულოში რა გააკეთე? მიმაჩნია, რომ 4 წლის შემდეგ ქალაქს აღარ უნდა ჰქონდეს სოციალური, დასაქმების და ინფრასტრუქტურული პრობლემები. საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ქუთაისის აქილევსის ქუსლი–უწყლობა, ასევე ყბადაღებული ტრანსპორტი, რომელიც ფაქტიურად 7 საათის შემდეგ აღარ მუშაობს. იმედი მაქვს, ეს მძიმე სოციალური ფონიც დამშვიდდება და ქუთაისი გახდება უფრო კეთილმოწყობილი ქალაქი და ადამიანები აღარ გაიქცევიან აქედან“,–ამბობს წიტაიშვილი.
დეპუტატი ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებას, რაც მისი აზრით ქუთაისის სწორად და არა ქაოტურად განვითარების წინაპირობაა.


ნანახია: 2450-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯანაშია საკრებულოში რომელიმე პოსტის დაკავებას არ აპირებს
დავით წიტაიშვილის თქმით, ქალაქის საკრებულოს მრავალპარტიულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას დეპუტატები
'ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერმა, ქუთაისის მოსახლეობას დღეს კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი დავით წიტაიშვილი
სამი პოლიტიკური ძალა ერთ ფრაქციად გაერთიანდა
ქუთაისის მერიაში პირველი ატესტაციის შედეგად დარჩენილ 48 ვაკანტურ ადგილზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს.
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება

ამინდი