თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში ‘ნაციონალებმა’ საჩივარი შეიტანეს
თარიღი : 12-07-2014, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩივარი შეიტანა. „ნაციონალები“ მათი გამგებლობის კანდიდატის ტარიელ ფანჩულიძის პლაკატების გვერდით ცოცხების ფოტოების გაკვრას აპროტესტებენ. მათი თქმით, სურათები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გააკრეს.
პარტიამ შესაბამისი საჩივრით საოლქო კომისიას უკვე მიმართა. როგორც კომისიის თავმჯდომარე მარინა კოღუაშვილი ამბობს, მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას ეცნობა, თუმცა ფაქტს რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა რაიონში არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა და განაცხადა,რომ ხმის მიცემის პროცესი მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში მიმიდინარეობს.