ხატია ვედმედევა: ოპერის თეატრის ხელმძღვანელობა მართლაც შემომთავაზეს
თარიღი : 8-09-2013, 12:56 | კატეგორია: საზოგადოება

ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ხატია ვედმედევას განცხადებით, ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. როგორც ტოპნიუსს ვედმედევამ განუცხადა, ის გოგი ჭიჭინაძის მიერ შეთავაზებულ ამ თანამდებოაბზე უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას.
"არ ვიცი დავთანხმდები თუ არა ამ შეთავაზებას. რადგან ძალიან ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი თეატრთან დაკავშირებით. თეატრმა უნდა შეასრულოს აუცილებლად საგანმანათლებლო ფუნქცია და უნდა იყოს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, "– ამბობს ვედმედევა.