არჩევნების მეორე ტური იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

დღეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ტარდება. განმეორებითი კენჭისყრა იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში იმართება. ესენია: ხონი, ბაღდათი, ტყიბული და თერჯოლა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრის პროცესი მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით მეორე ტური სულ 8 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი) და 13 მუნიციპალიტეტში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, გორი, თიანეთი, ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, მარტვილი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ხულო) ტარდება.