ჭიათურის მაღაროში მაღაროელი ვაგონებს ქვეშ მოჰყვა
თარიღი : 11-07-2014, 22:47 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში, წერეთლის სახელობის მაღაროში მუშა დაშავდა.
შემთხვევა ღამის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც ელმავლის მემანქანეს მარგანეცით დატვირთული ბოლო ვაგონები გამოჰქონდა. ელმავლის მემანქანის დამხმარე რამაზ ჩიხელიძე მარგანეცით დატვირთული ვაგონის ქვეშ მოჰყვა.
„ჩიხელიძის დახმარებას შეეცადნენ ელმავლის მემანქანე და კიდევ ერთი მაღაროელი,მაგრამ წაქცეულ ვაგონს ვერ მოერივნენ და იძულებულნი გახდნენ დასახმარებლად სხვა მაღაროელებისათვის დაეძახათ. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩიხელიძე ვაგონის ქვეშ იმყოფებოდა. როდესაც ის ვაგონის ქვეშიდან გამოიყვანეს და გარეთ გამოვიდნენ, გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანას ელოდებოდნენ, რომელიც დიდი ხნის გამოძახებული იყო, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოვიდა და იძულებულნი გახდნენ ქალაქში ჩამოეყვანათ სახალხო საბაგირო გზით,“ - აცხადებენ ჭიათურის გაერთიანებულ პროფესიულ კავშირში.
დაშავებულ მაღაროელს ჭიათურის სავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩიხელიძეს ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. დაზარალებული მაღაროელი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.