Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ამბულატორია შენდება

თარიღი : 11-07-2014, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ამბულატორიის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ინვენტარით ამბულატორია უახლოეს პერიოდში აღიჭურვება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით მიმდინარეობს. წყალტუბოს გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, პირველადი ჯანდაცვა ანუ სოფლის ექიმების რგოლი, ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია.
საქართველოს მასშტაბით სულ 82 ახალი ამბულატორია აშენდება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 27 ამბულატორია საქართველოს სხვადახვა რეგიონში უკვე დაამონტაჟა.
2014 წელს კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ყველა ამბულატორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული, რისთვისაც დამატებით 24300 ლარია გამოყოფილი.
წყალტუბოს სოფელ რიონის ამბულატორიაში უკვე დამონტაჟებულია გამათბობელი და მოწესრიგებულია სველი წერტილები. შენობა ე.წ. სენდვიჩ პანელებისგან კეთდება.
ამბულატორია ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.


ნანახია: 1959-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ საწულუკიძეოში, სადაც დაახლოებით 400 კომლამდე ცხოვრობს, ამბულატორია ამ დრომდე არ არსებობდა. ახალი ამბულატორია შესაბამისი
2 წლის განმავლობაში სოფლის ამბულატორია საბავშვო ბაღის შენობის ნაწილში იყო განთავსებული, რაც პაციენტებსა და მედპერსონალს
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს.

ამინდი