Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ შეაჩერა ქუთაისის მმშ –მ საჯარო ბიბლიოთეკის საქმის შემსწავლელი კომისიის მუშაობა?

თარიღი : 11-07-2014, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ეროვნული საგანძურის დაზიანების ფაქტის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა შეაჩერა. ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ კომისია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის უშუალო მითითებით შეჩერდა.
ინფორმაციას ადასტურებს თავად ნოდარ მიაქიაშვილი და ამბობს, რომ კომისიის ბედი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ქალაქის ახლადარჩეული მერი შოთა მურღულია თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. მიქიაშვილი განარტავს, რომ აუდიტის სამსახური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზა ჩოგოვაზის მოთხოვნას არაკომპეტენტურობის გამო ვერ ასრულებდა, რადგან, უნიკალური გამოცემების დაზიანების პერიოდისა და ხარისხის შესწავლა ამ სამსახურს არ შეუძლია.
„აუდიტის სამსახურს რომ დაეწყო ამ დოკუმენტების შესწავლა, დასკვნა არასწორი იქნებოდა, რადგან მოთხოვნა არის არა საბუღალტრო ან მსგავსი ტიპის დარღვევის გამოკვლევა, არამედ უნიკალურ გამოცემებზე დაზინების პერიოდის შესწავლა, რაც აუდიტის სამსახურის ძალებით შეუძლებელია. ამიტომ, პირადად მივიღე გადწყვეტილება კომისიის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით. როცა ქალაქის არჩეული ხელისუფლება მოვა, მაშინ გადაწყდება რა ფორმით ან საერთოდ გააგრძელბს თუ არა ეს კომისია მუშაობას“,–ამბობს ნოდარ მიქიაშვილი.
მიქიაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმის შესწავლა მაინც აუდიტის სამსახურს დაევალება, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას კომისიაში სპეციალისტების მოწვევა მოუწევს, რათა საქმე კომპეტენტურმა პირებმა შეისწავლონ.
თუმცა, ვიდრე კომისია მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით შოთა მურღულიას პოზიციას მოისმენს, ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით არსებული დარღვევების კვალის წაშლა ხდება, კერძოდ, თანამშრომელთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მიმდინარეობს წიგნებთან და პერიოდულ გამოცემებთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება.
„ მიქიაშვილის გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ბიბლითეკაში კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენას – დოკუმენტების გაყალბებას, რასაც ასე ინტენსიურად აკეთებენ ბოლო ორი დღეა. ისტერიულად ცდილობენ ყველა აქტი მოაწესრიგონ. ახლა თუ არ გაირკვა სიმართლე, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის მომავალი დაღუპულია“,–ამბობს ბიბლიოთეკის ერთ–ერთი თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში რამდენიმე წლის წინ ეროვნული საგანძურის დაზიანების ფაქტს. მომხდარის გასაჯაროების შემდეგ, ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ საქმის მასალები შესასწავლად ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს გადასცა.


ნანახია: 2428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 დღეში გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ხელფასების მატების მოთხოვნით ბიბლიოთეკარებმა პირველ დეკემბერს ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ამინდი