Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს ‘პატრიოტი’ დეპუტატი: –‘ოპოზიციონერობა ჩემი იდეაფიქსი არ არის’

თარიღი : 11-07-2014, 16:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი დავით ჯანაშია წარმომადგენლობით ორგანოში მთავარ აქცენტს ჯანდაცვის სფეროზე გააკეთებს. მისი თქმით, სადეპუტატო მანდატს იგი ქუთაისის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის გამოიყენებს. ჯანაშია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მოქნილი ეს სფერო სოციალურად დაუცველებისთვის უნდა იყოს. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი უმნიშვნელოვანეს პრობლემად დასაქმებას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას მიიჩნევს.
„ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება და განსაკუთრებით უმწეოებმა უნდა შეძლონ ამ მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე მიმაჩნია, რომ ქირურგიული ოპერაციები ქალაქის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით უნდა ჩატარდეს“,–ამბობს ჯანაშია.
რაც შეეხება საკრებულოში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე გუნდებთან თანამშრომლობას, ჯანაშია ამბობს, რომ მისთვის ოპოზიციონერობა იდეფიქსი არ არის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს თანაბრად ითანამშრომლებს სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებთან.
„ოპოზიციონერობა ჩემი იდეაფიქსი არ არის. თანაქალაქელების კეთილდღეობისათვის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების დროს ორივესთან ვითანამშრომლებ, თუმცა, უპირატესობას ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს მივანიჭებ“,–ამბობს ჯანაშია.
ჯანაშია საკრებულოში რომელიმე კომისიის თავმჯდომარის ან სხვა პოსტის დაკავებას არ აპირებს.


ნანახია: 1707-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთმანეთის შეცდომების გახსენებით დრო არ უნდა დავკარგოთ'
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სამზადისი დაიწყეს.
ლელა ჯანაშია აცხადებს, რომ მერიას დახმარების თხოვნით ორი თვის წინ მიმართა, თუმცა დახმარებაზე უარი უთხრეს.

ამინდი