14 წლის ქუთაისელი გოგონას ოჯახი გაუჩინარებული გოგონას მოსაძებნად დახმარებას ითხოვს
თარიღი : 11-07-2014, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისელი გოგონას მარიამ გეგუჩაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დახმარებას ითხოვენ.
14 წლის გოგონა ურეკის ერთ-ერთი სასტუმროდან 12 დღის წინ გაუჩინარდა.
მარიამ გეგუჩაძის დედის სოფო ადეიშვილის თქმით, მისი შვილი ურეკიდან გაუჩინარების შემდეგ, 2 საათში ბათუმში მის ახლობელთან მივიდა, 4 ივლისს სოციალურ ქსელ „ოდნოსკლასნიკით“ ისარგებლა, ხოლო ამის შემდეგ გოგონას კვალი წყდება.
გეგუჩაძის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პოლიციელები თავის გასაკეთებელ საქმეს უშიშროებისაკენ ამისამართებენ.
14 წლის გოგონა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გაუჩინარების დღიდან არ გამოსულა. დაკარგულის დედის თქმით, ადგილობრივი პოლიცია მარიამ გეგუჩაძის პირადი გვერდის შემოწმებაზე უარს აცხადებს.
„პოლიცია მეუბნება მხოლოდ უშიშროებას აქვს უფლება შევიდეს სოციალურ ქსელშიო. სხვაგვარად კი ჩემი შვილის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება,-ამბობს მარიამ გეგუჩაძის დედა სოფიო ადეიშვილი.
პოლიციამ ასევე ვერ მიაკვლია ვინმე გიორგის კვალს, როემლიც სავარაუდოდ დაკარეგულის შეყვარებულია და რომელთანაც დედის ვარაუდით შესაძლოა იმყოფებოდეს მარიამ გეგუჩაძე.
მშობლის ინფორმაციით, დაკარგული გოგონას შეყვარებულის ტელეფონის ნომერი გოგონას მეგობარმა ვინმე მეგიმ იცის, თუმცა, იგი ამ ინფორმაციის გამხელაზე უარს ამბობს.
დაკარგული გოგინას ოჯახის წევრები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ირკვევა, ეს გოგონას გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის და ცოტა ხნის წინ მარიამ გეგუჩაძე მშობელთან კონფლიქტის გამო ერთი დღით სახლიდან წასული იყო.
„პოლიციაში გვეუბნებიან, საზღვრები დაკეტილია და ქვეყნის გარეთ მისი გასვლა დაუშვებელიაო. ჩვენ ვეძებთ როგორც შეგვიძლია. პოლიციას ბევრი რამის გაკეთება შეეძლო,მაგრამ არაფერს აკეთებენ,“ - ამბობს სოფიო ადეიშვილი.