მოსახლეობის პროტესტი ქუთაისში-დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები წყლის გარეშე რჩებიან
თარიღი : 11-07-2014, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
მოსახლეობის თქმით, პრობლემა წყლის სისტემის რეაბილიტაციამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ დადიანის ქუჩაზე სასმელი წყალი იღვრება, თავად მოსახლეობას კი წყალი არ მიეწოდება. ხოლო წყალმომარაგების კომპანია მათ პრობლემას ყურადღებას უკვე წლებია არ აქცევს.
“ბოლო 5 დღეა, სასმელი წყლის მილები მთლიანად დაზიანდა, რის გამოც ონკანებმადე წყალი არ აღწევს და ქუჩები იტბორება. 3 წელია, ვითხოვთ დახმარებას, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს”, - განაცხადა აქციის მონაწილე მერი ჯამაძემ.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორის მიშა თათარაძის თქმით, ის ინფორმაცია, რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას დღის ბოლომდე დაჰპირდა.