იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელს 13 ახალი ამბულატორია გაიხსნება
თარიღი : 10-07-2014, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის რეგიონის იმ სოფლებში, სადაც ამბულატორიები არ არსებობს, პირველადი სამედიცინო მომსახურების პუნქტების გახსნა გრძელდება. ბაღდათისა და თერჯოლის სოფლების შემდეგ, შემდეგ ამბულატორია ხონის სოფელ საწულუკიძეოში გაიხსნა.
სოფელ საწულუკიძეოში, სადაც დაახლოებით 400 კომლამდე ცხოვრობს, ამბულატორია ამ დრომდე არ არსებობდა. ახალი ამბულატორია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო კადრებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მსგავსი საჭიროების მქონე სოფლებში ამბულატორიების გახსნა რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით 82 ამბულატორიის გახსნა იგეგმება. აქედან 13 ამბულატორია იმერეთის რეგიონში განთავსდება.