Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყო

თარიღი : 10-07-2014, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.
რაიონში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშიდან დაიწყო. აღნიშნულ სოფელში დღეს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბახტაძე იმყოფებოდნენ.
„380 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. ამის შემდეგ გაზიფიცირების სამუშაოები ხონის სოფელ პატარა ჯიხაიშში გაგრძელდება, ხოლო 2015 წლიდან ბუნებრივი აირის შეყვანა ქალაქ ხონში დაიწყება,“ - ამბობს „სოკარ ჯორჯია“ გაზის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი დავით ჯაიანი.
ერთი ოჯახის შემთხვევაში გაზიფიცირებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების ღირებულება 600 ლარს შეადგენს, რასაც მოსახლეობა განვადებით ორი წლის განმავლობაში, თვეში 25 ლარის ოდენობით დაფარავს.


ნანახია: 2246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია მათ დასახლებაში ბუნებრივი აირის პრობლემაა.
ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით , ქალაქისა და აღნიშნული სოფლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები მომავალი წლიდან
ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

ამინდი