ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობას რიტა წაქაძე ასრულებს

დღეიდან ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობას რიტა წაქაძე ასრულებს. როგორც ბიბლიოთეკაში ამბობენ, დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე შვებულებაში იმყოფება.
ინფორმაციას ადასტურებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თქმით, ნარგიზა ჩოგოვაძე 24 დღიან შვებულებაში დღეს გავიდა.
„დღეიდან ქალბატონი ნარგიზა იმყოფება შვებულებაში და მის მოვალეობას მე ვასრულებ. ერთ თვეში იგი კვლავ დაუბრუნდება პოსტს“,-ამბობს რიტა წაქაძე, რომელიც მოვალეობის შემრულებელთან ერთად დირექტორის მოადგილეცაა.
წაქაძე ბიბლიოთეკიდან ნარგიზა ჩოგოვაძის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს და ამბობს, რომ იგი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
„მე ვერაფერს გეტყვით ამაზე. ეს კითხეთ მერიას“,-ამბობს წაქაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზა ჩოგოვაძის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. არაოფიციალური ინფორმაციით ნარგიზა ჩოგოვაძე თანამდებობას გასულ თევში ბიბილოთეკაში ეროვნული საგანძურის განადგურების ფაქტის გამო ტოვებდა, თუმცა, მაშინ ჩოგოვაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.