Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი „ნაციონალები“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზეც თანახმა არიან

თარიღი : 10-07-2014, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალების“ 4 კაციანი შემადგენლობა წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს. „ნაციონალები“, რომლებსაც საკრებულოში ფრაქციის შექმნა უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ამბობენ, რომ ახალი საკრებულოს მიმართ უფრო მომთხოვნი, მაგრამ კონსტრუქციულები იქნებიან. პარტიული სიით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გია უკლება არ გამორიცხავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში „ნაციონალები“ კონკრეტულ თანამდებობებზე დანიშვნასაც დათანხმდნენ.
„ჩვენ ძალიან საინტერესო და კომპეტენტური ფრაქცია გვექნება და ნამდვილად არ გავექცევით პასუხისმგებლობას არც ერთ პოსტთან დაკავშირებით. თუ იქნება შემოთავაზება მაგალითად კომისიის ხელმძღვანელობაზე ან თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, რა თქმა უნდა ავიღებთ პასუხისმგებლობას, თუმცა ეს უმრავლესობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“,-ამბობს გია უკლება.
უკლება საკრებულოს მუშაობაში აქტიურ ჩართვას აპირებს და ამბობს, რომ „ნაციონალების“ ფრაქცია ბიუჯეტის როგორც ხარჯვით, ასევე შემოსავლების ნაწილს აქტიურად გააკონტროლებს.
„ვიქნებით ბევრად უფრო მკაცრები და მომთხოვნები, მაგრამ კონსტრუქციულები“,-ამბობს უკლება.
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება. პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ.


ნანახია: 2167-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე გია უკლება ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის თბილისში გადატანის
ამის შესახებ დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება

ამინდი