Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საოჯახო ტიპის სასტუმროების ბუმი ქუთაისში -დამალული სტატისტიკა და ტურისტების არაკომფორტული არჩევანი [photo]

თარიღი : 10-07-2014, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბოლო ორ წელიწადში ქუთაისში საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა, რის გამოც საოჯახო ბიზნესმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა მსხვილი ბიზნესი.
დაბალი ფასის გამო, რაც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს, მცირე სასტუმოები ტურიზმის სფეროში ყველაზე შემოსავლიან დაწესებულებად იქცა.
ტურისტთა დიდი ნაწილი, რომლებიც ქალაქს ძირითადად ერთდღიანი დაუგეგმავი ტურით სტუმრობენ, უპირატესობას საოჯახო ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ და დიდ სასტუმროებში ღამის გათევაზე უარს ამბობენ .
როგორც ირკვევა, დაბალი ხარისხის მომსახურება დაბალი ფასის სანაცვლოდ ტურისტებისთვის მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სასტუმროებში ხშირ შემთხვევაში სველი წერტილიც კი საერთოა, დაბალი ღირებულების გამო მცირე სასტუმროების მეპატრონეები კომფორტულ სასტუმროებს მაინც ჩაგრავენ.
კონკურენცია დიდ და საოჯახო ტიპის სასტუმრობს შორის პრობლემად 2013 წლიდან, მას შემდეგ იქცა, რაც მცირე სასტუმროების რაოდენობამ ქალაქში არსებულ კომფორტულ სასტუმროებს გადააჭარბა.
ბოლო ორ წელიწადში საოჯახო სასტუმროების რაოდენობა 4 დან 60-მდე გაიზარდა, დიდი სასტუმრო კი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ 25-ია.
როგორც ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, ტურისტული მოსახურების სფეროში საოჯახო სასტუმროების შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტების რაოდენობაზე, თუმცა,ამავე დროს აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, რადგან, ვიზიტორი რომელიც კომფორტულ სასტუმროში 150 ლარს იხდიდა, ახლა თითქმის იგივე მომსახურებას 40 ლარად იღებს.
"მართალია მომსახურების მაღალი დონე არ არის საოჯახო ტიპის სასტუმროებში, მაგრამ ბოლო დროს მეპატრონეები ცდილობენ გააკეთონ ინდივიდუალური სველი წერტილები და თითქმის გაუთანაბრდნენ სასტუმროს სტანდარტებს. ასეც რომ არ იყოს, ტურისტები მაინც არჩევენ მცირე თანხა გადაიხადონ,რადგან, როგორც წესი ქუთაისში ვიზიტორი ერთ ღამეზე მეტს იშვიათად რჩება",-ამბობს ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი გიორგი გულუა.
სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რომელ სასტუმროს რამდენი ტურისტი სტუმრობს, არ არსებობს. საქსტატს, რომელიც ამ მონაცემებს უნდა ითვლიდეს,სასტუმროების მეპატრონეების დავალდებულება ასეთი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შეუძლია. როგორც ქუთაისის ტურისტულ ცენტრში ამბობენ, სახელმწიფოს ტურისტების რეალური რაოდენობის აღრიცხვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
"ეს უდიდესი პრობლემაა, რაც აზარალებს ამ სფეროს. შეუძლებელია ზუსტად აღრიცხო რამდენი ტურისტი შემოდის ქალაქში წლის განმავლობაში, რადგან დიდი სასტუმროები საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიზნით მალავენ ტურისტების რეალურ რაოდენობას, საოჯახო ტიპის სასტუმროებს კი საერთოდ არ აქვთ მსგავსი ვალდებულება",-ამბობს გიორგი გულუა.
2014 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით 1024 -მა ტურისტმა ისარგებლა, თუმცა, ცენტრში ამბობენ, რომ ეს ციფრი რეალური რაოდენობისგან მკვეთრად განსხვავებულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ვიზიტორთა თითქმის 80% საოჯახო ტიპის სასტუმროებს ტურისტული ცენტრის გვერდის ავლით ირჩევს.


საოჯახო ტიპის სასტუმროების ბუმი ქუთაისში -დამალული სტატისტიკა და ტურისტების არაკომფორტული არჩევანი [photo]


საოჯახო ტიპის სასტუმროების ბუმი ქუთაისში -დამალული სტატისტიკა და ტურისტების არაკომფორტული არჩევანი [photo]

საოჯახო ტიპის სასტუმროების ბუმი ქუთაისში -დამალული სტატისტიკა და ტურისტების არაკომფორტული არჩევანი [photo]

საოჯახო ტიპის სასტუმროების ბუმი ქუთაისში -დამალული სტატისტიკა და ტურისტების არაკომფორტული არჩევანი [photo]


ნანახია: 2621-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰოსტელების ფასები ქუთაისში 10$-იდან იწყება.
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდანაა.
აღნიშნულის შესახებ 'ქართული ოცნების' ვანის მერობის კანდიდატმა განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალიზებულ
ფრენების შეჩერება მომგებიანი აღმოჩნდა კიევი-თბილისის რეისის შემსრულებელი კომპანიისთვის
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ამინდი