შიმშილობის აქცია პარლამენტთან გრძელდება
თარიღი : 8-09-2013, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, იპოთეკური სესხით დაზარალებული ადამიანები შიმშილობას აგრძელებენ. მოშიმშილეები ხელისუფლებისგან, გრძელვადიანი და დაბალროცენტიანი სესხების გაცემას მოითხოვენ.ამ დროისათვის 5 ადამიანი შიმშილობს, რომელთაგან 4 ქუთაისელი, ხოლო ერთი ფოთის მკვიდრია.
„პასუხისმგებლობა აიღოს ვინმემ. ჩვენ არ ვითხოვთ ჩუქებას. გვინდა დაბალპროცენტიანი სესხები. ეს არის უიარაღო ომი, რომ ადამიანები გამოყარონ სახლებიდან. შიმშილობა არ შეწყდება. მოშიმშილეებს სასწრაფო ხშირად აკითხავს და გვეხმარება. ხვალ თბილისიდან აპირებენ ჩამოსვლას და შიმშილობის დაწყებას. მაქვს ინფორმაცია, რომ წუხელ ქობულეთში ერთ-ერთი ოჯახში გამოსასახლებლად მივიდნენ. ოჯახის უფროსმა კი თავი მოიკლა,“ - ამბობს დარეჯან სულაქველიძე.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკარების მოთხოვნებს გამოსახლებების შეჩერებისა და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით მთავრობა ეწინააღმდეგება.