ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართო პროცესზე სპეციალური განცხადება გააკეთა
თარიღი : 9-07-2014, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საჩივრების განხილვა დაიწყო, მოსამართლეს სიტყვით მიმართა.
„ამ დარბაზიდან მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიგის, ბაჩოს, ვანოს და ჩემს იმ თანამებრძოლებს, რომლებიც ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. ამ სიტუაციამ აჩვენა ჩვენი გაუტეხლობა. იმ ხალხს გვასამართლებენ, ვინც რუსეთს დაუპირისპირდა და სახელმწიფო შექმნა.
ჩვენი მომავალი ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული და მოგმართავთ, პატივცემულო მოსამართლევ, თავისუფალი იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. პროცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება.
ცნობისთვის, მერაბიშვილის დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, დასაქმებისა და კვარიათის აგარაკის ეპიზოდებზე მერაბიშვილს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ჭიაბერაშვილი კი სარჩელით სასამართლოს მიერ მისთვის 50 ათასლარიანი ჯარიმის დაკისრებას აპროტესტებს.