Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყიბულში გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები დაათვალიერეს

თარიღი : 8-07-2014, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალძემ იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ერთად, ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპის დაწყების სამუშაოები მოინახულა.
პროექტი, რომელიც 2015 წელს დასრულდება, ბუნებრივი აირით 5107 აბონენტს უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 120 000 ლარს შეადგენს.
ტყიბულის გაზიფიცირების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 3 ივნისს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 1292 გრძივი მეტრის შიდაგამანაწილებელი ქსელი აშენდა და ბუნებრივი გაზის მისაღებად 4 საცხოვრებელი კორპუსი (230 აბონენტი), საავადმყოფო, სკოლა და სასამართლოს შენობა მომზადდა.
დღესვე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. პროექტი 7 რეზერვუარის რეაბილიტაციას, 2 გაწმენდითი ქსელისა და 17 კმ სიგრძის ქსელის შეკეთებას ითვალისწინებს. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.


ნანახია: 1882-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ამინდი