Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ

თარიღი : 7-07-2014, 22:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ნარგიზა ჩოგოვაძეს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩოგოვაძე ქუთაისის ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემების განადგურების ფაქტის შესახებ აგორებულ სკანდალს შეეწირება. კულუარებში საუბრობენ, რომ ნარგიზა ჩოგოვაძის პოსტიდან გადაყენების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი დირექტორის თანამდებობას 10 დღეში დატოვებს.
თავად დირექტორი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
"პირველად მესმის თქვენგან. არსად წასვლას არ ვაპირებ. ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა",–განაცხადა ჩოგოვაძემ topnews -სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში უნიკალური ფონდის განადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge - მ გაავრცელა, რის შემდეგაც, ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზა ჩოგოვაძის მოთხოვნით საქმის შესწავლა ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურმა დაიწყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის შესწავლისთვის განსაზღვრული დრო 20 დღიანი ვადა უკვე ამოწურულია, სამსახურს საჯარო ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.


ნანახია: 2612-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ხელფასების მატების მოთხოვნით ბიბლიოთეკარებმა პირველ დეკემბერს ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
20 დღეში გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი
თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში დარღვევების კვალის წაშლა ხდება
ნარგიზა ჩოგოვაძე აღნიშნული შპს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაგრძობს მუშაობას.
ამის შესახებ ქუთაისის ი.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ საინფორმაციო სააგენტო

ამინდი