სამართალდამცავებმა ბორდელების მეპატრონეების მასობრივი დაკავებები დაიწყეს
თარიღი : 8-09-2013, 11:29 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 2 პირი დაკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შპს "საუნა-ბარ ხოზეს" მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული მზევინარ ვ. და 1985 წელს დაბადებული ია გ. თბილისში დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საუნის კლიენტებს ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა საუნაში მომუშავე 10 ქალბატონი მოწმის სახით დაკითხეს", - განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.