Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალები" მათრახით და პრიანიკით მართავდნენ ხალხს. დღეს ჩვენ თავისუფლება გვაქვს"

თარიღი : 7-07-2014, 20:02 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ძალიან გამიხშირდა ბაღდათში ჩამოსვლა და სამტრედიელები გამინაწყენდებიან, მაგრამ არა უშავს,“ - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მეორე ტურში საშიშროებას ვერ ხედავს, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, კარგი იყო წარმატებისთვის პირველ ტურში მიეღწიათ.
„გვეამაყება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პარტიაა წარმოდგენილი. 44 ოლქში „ნაციონალებს“ არც ერთი მაჟორიტარი არ ეყოლებათ და მხოლოდ 64 მაჟორიტარი გაიყვანეს. ეს არის ხალხის პასუხი „ნაციონალების“ მიმართ. ჩვენ არ ვიკადრებთ 41 ნომრის შემოხაზვა დაგავალდებულოთ. დარწმუნებული ვართ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღეს რეალური შანსი გვაქვს, „ნაციონალები“ ქვეყნის მმართველობას ჩამოვაშოროთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ სამართლიანობის აღდგენის დაპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამართლიანობას უსამართლობით ვერ აღადგენენ.
„ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდან მორალსა და ზნეობაზე რომ გვესაუბრება, ამ ადამიანს ყველა იმ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მას ჰქონდა შეთავაზება, ჩამოსულიყო საქართველოში და კითხვებისათვის პასუხი გაეცა. მერე იყო ცივილური შეთავაზება სკაიპით ეპასუხა კითხვებისათვის. „ნაციონალები“ მათრახით და პრიანიკით მართავდნენ ხალხს. დღეს კი ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა,“ - განაცხადა კალაძემ.


ნანახია: 1822-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სულხან მახათაძე ჭიათურაში 'თავისუფალი დემოკრატების' კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს უპირისპირდება.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ 'ქართული ოცნების' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია 'ქართული ოცნება -
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
ვიცე-პრემიერმა ხონელებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული ყველა დაპირების შესრულებისა და 2015 წელს ხონის ყველა სოფლის გაზიფიცირების

ამინდი